ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო და პირველი მატჩი ლონდონის "ფულჰემსა" და "არსენალს" შორის შედგა. სტუმრებმა ადვილად, 3:0 მოიგეს. სეზონის პირველი გოლი ალექსანდერ ლაკაზეტის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში გაბრიელ მაგალიაინსმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანეს.