„მილანმა“ რუმინეთის ნაკრების მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ დაიმატა. გამოცდილი კიპერი იტალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ტატარუშანუმ „როსონერისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და პირველი ნომრით ითამაშებს. რუმინელი ცხადია, ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად განიხილება.
34 წლის მეკარე ბოლოს „ლიონში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ნანტის“, „ფიორენტინას“, „სტიაუასა“ და ბუქარესტის „იუვენტუსის“ წევრი იყო.