ქართველი ლეგიონერები

14:13 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანო ანანიძემ "როტორი" დატოვა

ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორი“ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.

ჯანომ კლუბი ტრავმის გამო დატოვა, რომელიც ჯერ კიდევ მარტში მიიღო და თავს ამ დრომდე ახსენებს, ამიტომაც გუნდს ვერ ეხმარებოდა.

კვიპროსიდან საქართვეოში რომ ჩვედი, მუხლის პრობლემები უკვე მქონდა. შემდეგ დაიწყო პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინი და არ მქონდა საშუალება რეაბილიტაცია გამევლო. თბილისში ჩავრჩი და სრული დატვირთვით ვერ ვვარჯიშობდი. რამდენიმე წინადადება მივიღე ქართული და კვიპროსული გუნდებისგან, მაგრამ კონკრეტული არაფერი იყო. ამავდროულად, აგენტმა დამირეკა და „როტორის“ ვარიანტის შესახებ მითხრა. მაშინვე შევატყობინე ჩემი პრობლემა და ვუთხარი, რომ ვცდიდი.

ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. საქართველო ერთა ლიგაზე თამაშობს და მჯეროდა, რომ სექტემბრისთვის შემეძლო ფორმაში შესვლა და დახმარება, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე „როტორის“.

საქმე ფულს არ ეხება, მე ვიცნობ რუსეთის პრემიერლიგას, აქ მოხდა ჩემი ფეხბურთელად ჩამოყალიბება, ძალიან მინდოდა დაბრუნება. აგვისტოში გუნდს ძალიან მკაცრი გრაფიკი ჰქონდა და სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მოსკოვში წავედი ინდივიდუალურად სავარჯიშოდ „სპარტაკის“ მწვრთნელთან, რომელთანაც ადრე ვმუშაობდი. შევთანხდით, რომ აგვისტოს ბოლოს ყველაფერი კარგად იქნებოდა და გუნდს შევუერთდებოდი.

გავიკეთე ულტრაბგერითი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მსურდა... მუხლი მაინც მაწუხებს, შეიძლება ოპერაცია გამიკეთონ. გადავწყვიტე ხელშეკრულების შეწყვეტა. მადლობელი ვარ მენეჯმენტისა და სამწვრთნელო შტაბის მოცემული შანსისთვის, რომელიც მომცეს, მაგრამ სამწუხაროდ გუნდს ვერ დავეხმარე. შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ 4-5 კლუბში მინახავს ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც აქ ვნახე. ძალიან მინდოდა ასეთ სტადიონზე თამაში, მაგრამ არ გამომივიდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვიმედოვნებ მალე გნახავთ“, - უთხრა ანანიძემ „როტორის“ ვებგვერდს.

კომენტარი ვოლგოგრადული გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმაც გააკეთა:

„როდესაც ჯანოსთან მოლაპარაკება დავიწყეთ, ვიცოდით, რომ ვრისკავდით. აშკარა იყო, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდებოდა ოპტიმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. იდეალურ ვარიანტში ჩვენ მივიღებდით პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს, მაგრამ ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა. მადლობა ვუხდით ჯანოს და ვუსურვებთ, რომ განიკურნოს და მალე ითამაშოს“, - აღნიშნა რეკეჩინსკიმ.

ჯანო „როტორის“ ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი იყო, თვეში 1.7 მილიონი ევრო აქვს ხელფასი (დაახლოებით 20 000 ევრო). ანანიძე „როტორს“ აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია. ქართველი „როტორამდე“ „ანორთოსისის“, „კრილია სოვეტოვის“, „სპარტაკისა“ და „როსტოვის“ ღირსებას იცავდა.

0.116294