ფეხბურთი

0:00 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "შემადგენლობის დასაბალანსებლად თავდამსხმელის დამატება გვჭირდება"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელს დაიმატებს. კლუბის ახალი შენაძენი ტავდასხმის ხაზში ჰარი კეინს, სონ ჰინ-მინის, ლუკას მოურას და სტივენ ბერგვეინს შეუერთდება. მიმდინარე წელს "ტოტენჰემის" პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, როდესაც კეინი და მინი იანვარსა და თებერვალში დაშავდნენ.

"მინდა და მჭირდება თავდამსხმელი. მაგრამ მინდა უფრო მკაფიოდ განვმარტო, რომ კლუბმა იცის ჩემი სურვილის შესახებ შემტევის დამატებასთან დაკავშირებით. მჯერა, გულწრფელად მჯერა, რომ დავიმატებთ ერთ შემტევს. გუნდს სჭირდება ეს ტრანსფერი, რათა შემადგენლობა დაბალანსდეს." - განუცხადა BBC-ს მოურინიომ.

კეინი, რომელიც გუნდის ბომბარდირი იყო 24 გოლით გასულ სეზონში, მყესის ტრავმა მიიღო იანვარში და ოთხი თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. მაგრამ მოურინიო აღნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების კაპიტანის შემცვლელი არ იქნება და მას შეეძება კეინის გვერდით თამაში.

"არ მიყვარს სიტყვა "შემცვლელი". ვიცი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს. ჰარი ინგლისში საუკეთესოა, მაგრამ არ მიყვარს ეს სიტყვა "შემცვლელი". შემადგენლობა არის შემადგენლობა. ახალ ფეხბურთელს შეეძლება ითამაშოს ჰარის გვერდით და ის არ უნდა იყოს მიში შემცვლელი. ახალი ფეხბურთელი რთული სეზონისთვის არ გვჭირდება, უნდა შეეცადოს, რომ ითამაშოს და რატომაც არ უნდა გაისარჯოს ჰარის გვერდით?"

"ტოტენჰემი" ახალ სეზონს "ევერტონთან" გასამართი შეხვედრით იწყებს, რომელიც 13 სექტემბერს დაიწყება, ხოლო 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს პლოვდივის "ლოკომოტივთან" გამართავს. 20 სექტემბერს "მამლები" სტუმრად "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 22 სექტემბერს ლიგის თასზე ითამაშებენ. როდესაც მოურინიოს ასეთი დაძაბული გრაფიკის შესახებ ჰკითხეს, მოურინიმ აღნიშნა, რომ ამაზე ბევრი რომ იფიქროს "დეპრესია დაემართება".

"ერთ დღეს გამოვიწვიე ჩემი ბიჭები და ვკითხე თუ რომელი ითამაშებდა ყველა მატჩს 90 წუთის განმავლობაში? და არავინ მითხრა, რომ შეუძლია ამის გაკეთება. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს არაადამიანური და სარისკოა. ასევე სარისკოა ჩვენი ამბიციებთან მიმართებაში, რადგან ერთ-ერთი მატჩის წაგების შესაძლებლობა რეალურია. თუ გადავწყვიტავთ, რომ რომელიმე ტურნირი მნიშვნელოვანი არაა, კლუბის ბუნების და ჩვენი ამბიციების საწინააღმდეგოდ წავალთ."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125913