ისტორია

9:51 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

12 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2010. თურქეთში მიმდინარე კალათბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშშ-ის ნაკრებმა თურქეთს 81:64 მოუგო და მეოთხედ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები. მესამე ადგილისთვის მატჩში ლიტვამ სერბეთს 99:88 სძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1885. ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგება დაფიქსირდა. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის პირველ ეტაპზე “არბროთმა” საკუთარ მინდორზე “ბონ აკორდი” 36:0 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 13 გოლი ჯონ პეტრიმ გაიტანა, რაც ასევე ბრიტანეთის რეკორდია.

1907. ესპანეთის პროვინცია ანდალუსიას ქალაქ სევილიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბეტისი”. 1935 წელს გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 1977 და 2005 წლებში კი სამეფო თასი მოიპოვა.

1920. ანტვერპენში თანამედროვეობის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 29 ქვეყნის, 2607 სპორტსმენმა (მათ შორის 63 ქალი იყო) მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (41 ოქრო, 26 ვერცხლი, 26 ბრინჯაო). მომდევნო საფეხურებზე შვედი (17, 19, 25) და დიდი ბრიტანელი ათლეტები (14, 15, 12) აღმოჩნდნენ. ანტვერპენის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზეს არგენტინის, ბრაზილიის, მონაკოს, ჩეხოსლოვაკიის, ესტონეთის, იუგოსლავიის სპორტსმენებმა. თამაშებზე პირველად მოხდა ოლიმპიური დროშის აღმართვა და ოლიმპიური ფიცის დადება. გერმანიასა და პირველ მსოფლიო ომში მის მოკავშირეებს თამაშებზე გამოსვლა აუკრძალეს. ანტვერპენის ოლიმპიადაზე არ მიუწვევიათ საბჭოთა რუსეთის სპორტსმენები.

1922. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 5 000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:35.4).

1925. დევისის თასის 25-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ფილადელფიაში ჩატარდა.

1931. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ვაინსმა ლოტი 7:9, 6:3, 9:7, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 51-ე ჩემპიონი გახდა.

1935. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ვილმერ ელისონმა სიდნი ვუდი 6:2, 6:2, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 55-ე ჩემპიონი გახდა.

1936. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ალის მარბლმა ელენ ჯეკობსი 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.

1936. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირვეკლობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ დონალდ ბაჯი 2:6, 6:2, 8:6, 1:6, 10:8 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 56-ე ჩემპიონი გახდა.

1962. ჰოლანდიური “უტრეხტისა” და დასავლეთ ბერლინის “ტასმანიას” შეხვედრით ბაზრობათა თასის ახალი ფორმატით გათამაშება დაიწყო. თუ მანამდე ტურნირში ქალაქთა ნაკრებები მონაწილეობდნენ, 1962 წლიდან ასპარეზობაში მხოლოდ კლუბებს მისცეს მონაწილეობის უფლება. 1971 წლიდან ბაზრობათა თასი უეფას თასად გადაკეთდა.

1964. ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა, სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8.28).

1965. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარგარეტ სმიტმა ბილი ჯინ კინგი 8:6, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 79-ე ჩემპიონი გახდა.

1965. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მანუელ სანტანამ კლიფ რიდსდეილი 6:2, 7:9, 7:5, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 85-ე ჩემპიონი გახდა.

1971. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ბილი ჯინ კინგმა როზმარი კაზალსი 6:4, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 85-ე ჩემპიონი გახდა.

1971. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, სტენ სმიტმა იან კოდეში 3:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 91-ე ჩემპიონი გახდა.

1972. ლორდმა მაიკლ კილანინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მან ევერი ბრენდეჯი შეცვალა.

1976. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯიმი კონორსმა ბიორნ ბორგი 6:4, 3:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 96-ე ჩემპიონი გახდა.

1981. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ტრეისი ოსტინმა მარტინა ნავრატილოვა 1:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 95-ე ჩემპიონი გახდა.

1982. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯიმი კონორსმა ივან ლენდლი 6:3, 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 102-ე ჩემპიონი გახდა.

1987. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ შტეფი გრაფი 7:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 101-ე ჩემპიონი გახდა.

1992. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მონიკა სელეშმა არანტა სანჩეს ვიკარიო 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 106-ე ჩემპიონი გახდა.

1993. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, პიტ სამპრასმა სედრიკ პიოლინი 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 113-ე ჩემპიონი გახდა.

2006. სექტემბრის ბაშოზე, კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ მეორე ოძეკი ჩიოტაკაი დაამარცხა.

2007. ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფრედ (1:1) დაასრულა ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებთან.

2007. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად თამაზ თევზაძე აირჩიეს.

2010. მოსკოვში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 120 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს მედალი ლევან ბერიანიძემ მოიპოვა.

2010. თურქეთში მიმდინარე კალათბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშშ-ის ნაკრებმა თურქეთს 81:64 მოუგო და მეოთხედ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები. მესამე ადგილისთვის მატჩში ლიტვამ სერბეთს 99:88 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1905. ალეკსანდრ (ალეკს) ვიიაპლანი. წარმოშობით ალჟირელი ფეხბურთელი, რომელიც 1926-30 წლებში საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავდა. 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ფრანგთა ნაკრების კაპიტანი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი. მეორე მსოფლიოს ომის დროს თანამშრომლობდა ფაშისტურ რეჟიმთან. ვიიაპლანი 1944 წლის 26 დეკემბერს დახვრიტეს.

1909. ვლადიმერ ლავროვი. 1936 წელს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გოლის ავტორი გახდა.

1912. ლესლი კომპტონი. 1931-52 წლებში ლონდონის “არსენალის” ჰავბეკი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანულ არმიაში მსახურობდა და საომარი მოქმედებები გერმანიაში დაასრულა.

1913. ჯესი ოუენსი (ჯეიმს კლივლენდ ოუენსი). ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი. ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ოთხი მედალი (100, 200 და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში, სიგრძეზე ხტომაში). ოუენსი პირველი მძლეოსანია, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში 8 მეტრიან ზღვარს გადააბიჯა. მსოფლიოს რეკორდები დამყარებული აქვს 100 იარდზე, 100 და 200 მეტრზე, 200 მეტრზე თარბრჯენით რბენაში. დააჯილდოვეს ოლიმპიური ორდენით. ოუენსი 1980 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.

1935. იან პოპლუხარი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი 1958-67 წლებში. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 62 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1965 წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად. დაასახელეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1949. ირინა როდნინა. ციგურებით ფიგურულ სრიალში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976, 1980). 1972 წელს როდნინა ულანოვთან წყვილში გამოდიოდა, ხოლო მომდევნო ორ ოლიმპიადაზე ზაიცევთან ერთად. 1969-78 წლებში ათჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 11-გზის ჩემპიონი (1969-78, 1980).

1953. ჯონ უილიამსი. ამერიკელი მშვილდოსანი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958. ვილფრედო ბენიტესი. პუერტორიკოელი მოკრივე. მსოფლიოს ექსჩემპიონი. პლანეტის უძლიერესი მოკრივის ტიტული მოიპოვა 17 წლის ასაკში.

1980. იაო მინი. ჩინეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ”ჰიუსტონ როკითსის” მეფარე (226 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ”ყველა ვარსკვლავის” 7 მატჩისა და ოლიმპიადების მონაწილე. აზიის სამგზის ჩემპიონი (2001, 2003, 2005).

0.11483