ჩოგბურთი

3:48 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიგემუნდმა და ზვონარევამ აშშ-ის ღიას ქალთა წყვილების ტიტული მოიპოვეს

გერმანელი ლაურა ზიგემუნდის და რუსი ვერა ზვონარევას წყვილმა, აშშ-ის ღია პირველობის ქალ წყვილთა შორის, ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. ფინალში მათ ჩეხი ნიკოლ მელიჩარის და ჩინელი იიფან სიუს წყვილი 6-4, 6-4 დაამარცხეს.

ზვონარევასთვის, ეს ფლეშინგ მედოუსზე ქალ წყვილთა მეორე ტიტულია, ზიგემუნდს კი ამერიკულ სლემზე შერეულ წყვილთა ერთი ტიტული ჰქონდა მოგებული. მათი წყვილი მიმდინარე ტურნირზე, სადაც ერთად პირველად ითამაშეს, განთესვის გარეშე იყო, მათი მეტოქეები კი მესამე ნომრად იყვნენ განთესილები.

გამრჯვებულებმა შეხვედრის მსვლელობისას სამჯერ შეძლეს მეტოქის მოწოდბაზე ქულის აღება და საკუთარი პირველი მოწოდების 79 პროცენტი აქციეს ქულად. არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე, შეხვედრა 80 წუთს გაგრძელდა.

0.122163