ბელგიის იუპილერ ლიგის მეხუთე ტურში „გენტი“ „ეუპენს“ ესტუმრა და მორიგი თამაში წააგო - სეზონში უკვე მეოთხე. ლასლო ბოლონის გუნდი 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი გაახერხა და უქულოდ დარჩა (1:2).
რუმინელმა სპეციალისტმა ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 76 წუთიც დაუთმო. ქართველი კი სუპერგოლთან ძალიან ახლოს იყო.
მე-15 წუთზე ჩაკვეტაძემ ბურთი „გენტის“ ნახევარზე მოიხელთა და მეტოქის საჯარიმომდე სოლორეიდით დაახლოებით 70 მეტრი განვლო, გზად 4 ფეხბურთელი მოატყუა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა სუსტი გამოუვიდა, მეკარემაც კარგად ითამაშა და გიორგიმ ძალიან მაგარი გოლით ანგარიში ვერ გახსნა...
„გენტს“ რაც შეეხება ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს (1 მოგება, 4 წაგება) და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. ბელგიელები მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის "რაპიდთან" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.