ფეხბურთი

23:36 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორს" ქართველები დაუბრუნდნენ, ანანიძე კი გუნდს ისევ ვერ ეხმარება

ვოლგოგრადის „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „კრასნოდარის“ წინააღმდეგ გამართავს. გუნდს საქართველოს ნაკრების შეკრებიდან სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდნენ.

სამაგიეროდ, ისევ არ ჩანს ჯანო ანანიძე. Vpravda-ს ცნობით, ანანიძე მოსკოვში იმყოფება და მწვრთნელ-სარეაბილიტაციო თერაპევტის ხელმძღვანელობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, რადგან მარტში „ანორთოსისში“ თამაშის დროს მიღებული ტრავმა თავს ჯერ კიდევ ახსენებს. ჯანომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს პირობა მისცა, რომ ფორმაში 25 აგვისტომდე ჩადგებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, წყაროს ინფორმაციით, ზუსტი ვადა, როდის დაბრუნდება ანანიძე თავდაპირველად ვოლგოგრადში და შემდეგ მოედანზე, დაზუსტებული არაა.

აქვე გეტყვით, რომ „როტორი“ 2 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და „კრასნოდარს“ 13 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.114207