ფეხბურთი

22:20 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფლორენცი პსჟ-ში იჯარის წესით ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "რომას" მარჯვენა გარემარბი ალესანდრო ფლორენცი 2020/21 წლების სეზონს იჯარის წესით "პარი სენ ჟერმენში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე, პსჟ-ს გამოსყიდვის უფლება ექნება.

ფლორენცი "რომას" აკადემიის აღზრდილია და იჯარის წესით აქამდე "კროტონესა" და "ვალენსიაში" უთამაშია. "რომას" მაისურით ალესანდროს წლების განმავლობაში 280 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 28 გოლი და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ფლორენცი 2012 წლიდან თამაშობს და "სკუადრა აძურას" მაისური 36 მატჩში მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112878