ფეხბურთი

23:05 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსამ "ლიდს იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა "ლიდს იუნაიტედში" დარჩა და გუნდს მომდევნო სეზონში გაწვრთნის. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბიელსამ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მარსელო ინგლისურ კლუბში 2018 წელს მივიდა და გასულ სეზონში "ლიდს იუნაიტედმა" ჩემპიონშიფში გაიმარჯვა და პრემიერლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბიელსას ხელმძღვანელობით გუნდმა 100 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 56 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა, ხოლო 27 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

პრემიერლიგის პირველ შეხვედრას მარსელო ბიელსას გუნდი 12 სექტემბერს "ლივერპულთან" "ენფილდზე" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114571