მოტოგრანპრის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ვალენტინო როსი ამბობს, რომ საკუთარი სპორტული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. უფრო მეტიც, ის „პეტრონას იამაჰასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას აწარმოებს.
41 წლის როსის „იამაჰას“ საქარხნო გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონოს ბოლოს დაუმთავრდება. თუმცა სატელიტ გუნდ „პეტრონას იამაჰაში“ გადავა, სადაც რომელიც იაპონური კომპანიის ძირითად გუნდს, სახელოვანი როსის სანაცვლოდ, ახალგაზრდა ფრანგ ფაბიო კვარტარაროს დაუთმობს. როსი ამბობს, რომ ახალ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება, უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი.
„იამაჰასთან კონტრაქტის გაფორმება გავაჭიანურეთ, რადგან არსად გვერჩქარება და რაღაც გვაქვს გადასაწყვეტი. მაგრამ ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ და მე მომავალი სეზონიდან, პეტრონასში ვიქნები. ვიტყვი 99 პროცენტს, რადგან კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბარსელონასთვის განცხადებას გავაკეთებთ“, - ამბობს როსი.
კვარტარაროს, ვინც მოტოგრანპრიში შარშანდლიდან ასპარეზობს, პირველ ორ ეტაპზე გამარჯვების შემდგ, ზედიზედ სამი რთული რბოლა ჰქონდა, რომლებიც ხუთეულს მიღმა დაასრულა. თუმცა ამის მიუხედავად, ჩემპიონატს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს.







