ფეხბურთი

21:40 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ამრაბატი წარადგინა

მაროკოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი "ფიორენტინამ" წარადგინა. ფეხბურთელი იტალიელებმა "ვერონადან" 2020 წლის იანვარში იყიდა, თუმცა აფიკელმა ამავე გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშა. ფეხბურთელის ტრანსფერში "იებმა" 11 მილიონი ევრო გადაიხადეს და სოფიანი ახლა წარადგინეს.

ამრაბატმა საფეხბურთო კარიერა "უტრეხტის" აკადემიაში დაიწყო და 2017 წელს "ფეიენოორდში" გადავიდა. როტერდამელთა რიგები მაროკოელმა 2018 წელს დატოვა და "ბრიუგეში" მოხვდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. გასულ სეზონში "ვერონას" რიგებში აფრიკელმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123312