ფეხბურთი

1:22 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგა 1-ის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო (+VIDEO)

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და „ლანსთან“ „სტად ბოლარზე“ მარცხი განიცადა.

მატჩის ბედი იგნატიუს განაგოს გოლმა გადაწყვიტა და „ლანსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა. საერთოდ, ლიგა 1-ში უკვე არასრული ორი ტური ჩატარდა, პსჟ-მ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის დასვენებისთვის დრო მისცეს.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რადგან 7 ფეხბურთელს, ნეიმარს, კეილორ ნავასს, კილიან მბაპეს, ლეანდრო პარედესს, ანხელ დი მარიას, მაურო იკარდისა და მარკინიოსს კორონავირუსი აქვთ.

თეგებიპსჟლიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111605