„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს სატრანსფერო ამბების შესახებ ესაუბრა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გაურკვევლობა სუფევს. ზოგიერთი კლუბისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვთქვათ, კლუბებისთვის, რომლებიც ოლიგარქებს ეკუთვნიან. ჩვენ - სხვა საქმეა.
არ შეგვიძლია უცებ შევცვალოთ ყველაფერი და ვთქვათ: ახლა ძალგვიძს „ჩელსივით“ მოვიქცეთ. ისინი ბევრ ფეხბურთელს ყიდულობენ და ეს პრივილეგიაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს შეეწყობიან. შეიძლება 11დიდებული მოთამაშე შეიძინო და გეგონის - საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებენო. მაგრამ საქმე ერთობლივ მუშაობაშია. ამ მხრივ კი უპირატესობა ჩვენ გვაქვს, რადგან უკვე ჩამოყალიბებული გუნდი გვყავს“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Express.