ფეხბურთი

12:19 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: „მარტინესი „ინტერს“ არ დატოვებს“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არგენტინელი შემტევი, ლაუტარო მარტინესი, კლუბს არ დატოვებს.

„ის არ წავა „ინტერიდან“, ლაუტაროს არა მხოლოდ „ბარსელონა“ იწვევს, მაგრამ ჩემმა თანამემამულემ იცის, რომ უკვე თამაშობს დიად კლუბში. კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა ბოლო დროს პრობლემებს რა გამოლევს. ვფიქრობ, სწორ გზაზე დგას. ის ჩვენი დღევანდელობა და მომავალია“ - ციტირებს ძანეტის სიტყვებს ესპანური Marca.

გასულ სეზონში მარტინესმა „ინტერის“ მაისურით 49 შეხვედრა ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.Transfermarkt მას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138485