ფეხბურთი

21:28 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მთავარი მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს ბევრად მეტი შეუძლია და სწორ გზაზეა"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ „ეუპენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. რუმინელის განცხადებით, ორი დღის შედეგ დაგეგმილ მატჩში ქართველი შემტევის თამაში თითქმის შეუძლებელია - მიზეზი სანაკრებო მატჩებია.

ჩაკვეტაძე ბელგიაში მხოლოდ დღეს ჩავიდა, კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიაროს და სანამ პასუხი არ იქნება, გუნდს ვერ შეუერთდება, ამას კი დრო სჭირდება.

„მცირე შანსია, რომ ის განაცხადში შევიყვანო, რადგან ტესტირების შემდეგ შედეგებს უნდა დაველოდოთ. პასუხს თუ მატჩამდე მხოლოდ 5 საათით ადრე გავიგებთ, მაშინ რაიმე სახის რისკზე წასვლას არ ვაპირებთ“, - თქვა ბოლონიმ.

„გენტის“ მწვრთნელმა ჩაკვეტაძე სხვა კომენტარიც გააკეთა და „მეხელენთან“ ბოლო ტურში მისი თამაში შეაფასა, სადაც გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო.

„მან თავი კარგი მოძრაობებით და იმპულსებით გამოიჩინა, ეს სტიმულია ბიჭისთვის, რომელსაც წელიწადნახევარი გაუცდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, თუმცა სწორ გზაზე დგას. ყველამ იცის, რომ ბევრად უკეთესად თამაში შეუძლია, ეს მოვა, რასაც ნდობა მოიტანს. ჩაკვეტაძე არის მოთამაშე, რომელსაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია, მაგრამ თავდაცვითი აზროვნებაც სჭირდება და დიდი პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია“, - აღნიშნა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში ესტონეთთან ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ცვლილებაზე ითამაშა. „გენტს“ რაც შეეხება, 3 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 სექტემბერს, სტუმრად „ეუპენს“ შეხვდება.

0.129235