ფეხბურთი

20:28 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩმა "ბაიერნი" დატოვა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ივან პერიშიჩმა მიუნხენის "ბაიერნი" ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების შემდეგ დატოვა და მილანის "ინტერში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ერთწლიან იჯარაში "რეკორდმაისტერებს" ხუთი მილიონი ევრო ჰქონდათ გადახდილი.

პერიშიჩმა გასულ სეზონში "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა. ხორვატი ფეხბურთელი გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ივანმა ასევე ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

0.115492