ფეხბურთი

16:18 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლოს დედა: "მეორე ტრავმის შემდეგ ნიკოლო კარიერის დასრულებას აპირებდა"

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოს დედამ ფრანჩესკა კოსტამ განაცხადა, რომ მისი შვილი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მას შემდეგ, რაც ბოლო 8 თვეში ჯვარედინი მყესები მეორედ გაიწყვიტა.

„მას მახნევებს იმ ისტორიების კითხვა ან მოსმენა, რომლებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. თავიდან მან თქვა, „კარიერას დავასრულებ“, ასე მიიჩნია, რადგან დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს, რომ უნდა გააგრძელოს. ახლა ნიკოლო ამბობს: „ტრავმას მოვირჩენ და უფრო ძლიერი დავბრუნდები“.

ოპერაცია ჯერ არ გაგვიკეთებია, რადგან ალტერნატიულ ვარიანტებს ვაფასებთ, არა მხოლოდ ოპერაციისთვის, არამედ პირველ რიგში ფსიქოლოგიურ დონეზე, რათა არ ვაიძულოთ მან უკვე გავლილი პროცესი გაიაროს. არმგონია, რომ ოპერაციას ამერიკაში გაიკეთებს, გამოვრიცხავ კიდე. „ვილა სტიუარტი“ (კლინიკა რომში - რედ) არ არის ვარიანტი, მაგრამ პროფესორ მარიანის გამო, მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით, გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ გავლილი გზა“, - თქვა ფრანჩესკა კოსტამ.

შეგახსენებთ, ძანიოლომ უმძიმეს ტრავმა იანვარში მიიღო, შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ ორი დღის წინ ნიდერლანდების ნაკრებთან იგივე სახის დაზიანება მიიღო და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს.

0.112409