ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეtესო ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი გახდა. 29 წლის ფეხბურთელი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გამოარჩია.
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა თანაგუნდელ რაჰიმ სტერლინგს და „ლივერპულის“ 4 ფეხბურთელს - ტრენტ ალექსანდერ არნოლდს, ვირჯილ ვან დეიკს, ჯორდან ჰენდერსონს და სადიო მანეს აჯობა.
კევინ დე ბრუინმა გასულ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 48 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.