ძიუდო

14:56 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს ძიუდოისტთა ვაჟთა ეროვნული გუნდი პრაღაში დაგეგმილი კონტინენტის პირველობისთვის ორი კვირის განმავლობაში თბილისში ძიუდოს აკადემიაში მოემზადება. მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ამ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მიიწვიეს.

შეკრებას ტრავმების გამო გამოაკლდნენ ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი, ხოლო ლუკა მაისურაძე 23 წლამდე გუნდის წევრებთან ერთად ემზადება.

კონტინენტის პირველობა პრაღაში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ბუდაპეშტის, და ტოკიოს დიდი მუზარადების, ასევე აბუ დაბის მსოფლიო მასტერსის ჩატარების თარიღები ჯერჯერობთ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ბუდაპეშტის ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე გაიმართება.

0.113865