რაგბი

10:23 | 9.09.2020 | ნანახია 1374 - ჯერ

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ დავით კაჭარავამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც წერია, რომ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერა დაასრულა.

"გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.

მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!

განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!

მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები....

თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო რითიც და როგორც შემეძლება....

წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

მადლობა!" - დაწერა სოციალურ ქსელში დავით კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ სარაგბო კარიერა 2003 წელს "ყოჩებში" დაიწყო სადაც 2007 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი რუსეთის ჩემპიონატში სარაგბო კლუბ „ენისეის“ წევრი გახდა. ქართველი პირველ ჯერზე ის მხოლოდ 1 სეზონი დარჩა და შემდეგ ფრანგულ "ნიცაში" გადავიდა. ასევე თამაშობდა „როდეზის“ შემადგენლობაში. 2013 წლიდან დღემდე კი კვლავ რუსულ კლუბ "ენისეის" ღირსებას იცავდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში 122 შეხვედრა ჩაატარა და 25 ლელო გაიტანა. საერთო ჯამში კი საქართველოს 125 ქულა მოუტანა. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოთხ მსოფლიო თასზე იასპარეზა. ქართველმა მორაგბემ კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:52 | 11.09.2020
KoRBeN DaLLaS (24846)

მეცინება რაა
ორი დღეა ეს ინფო აქ დევს და არაფერი დავწერე. ნამდვილად იმსახურებს კაჭარავა თბილ სიტყვებს, როგორც გამორჩეული ბორჯღალოსანი. შეიძლება საკლუბო კარიერა ისეთი ვერ შეიქმნა, მაგრამ როგორც ნაკრების კაცი, ნაღდად თითით საჩვენებელი იყო.
მაგრამ მე არაფერი დამიწერია. უბრალოდ მიკვირდა, თუ რატომ უნდა დაესრულებინა კარიერა, რა სჭირდა საამისო ?
და ამ საღამოს მივიღე ამაზე პასუხი
მოკლედ, აღარ მთავრდება ეს ცირკი ამ ჩამყაყებულ ქვეყანაში რაა...

20:41 | 10.09.2020
ზებე (213)

რა დარჩენას თხოვთ რაში უნდა დაგეხმაროთ )) შეისრუტა ბიძინამ პოლიტიკაში მიდის რუსული ოცნების სიშია პარლამენტში )))) სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

22:50 | 10.09.2020
dinamo222 (8587)

და შენ რა გინდოდა იმ მაბო..რ მკვლელ ნაცებში გაერთიანებულიყო ?

23:40 | 10.09.2020
ზებე (213)

სპორტში და რაგბში უნდა დარჩენილიყო და არა ამ ნაბ...რ რუსულ ოცნებაში შესრუტულიყო ბიძინას მასხარად.ერთი ამ რვა წელში ააშენეს ქვეყანა და ერთი ეხლა ააშენებენ ეს და სანიკიძე.თუ შენ ფიქრობ რომ ამათ ხელში ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება?ასე გგონია რონ კარგად ვცხოვრობთ განვითარებულ ქვეყანაში?მეტის ამბიცია არ გაქვს?

00:11 | 11.09.2020
dinamo222 (8587)

მე არ ვარ ოცნების მეხოტბე უცბად პირიქით არ მომწონს მაგათი მმარტველობა მაგრამ იმ ნაბო..რ მკვლელებს და ქვეყნის გამყიდველ ნაცებზე უკეთესი ნაღდად არიან ! და კაჭარავა გგონია ვიღაცის მასხარა იქნება ???

09:28 | 11.09.2020
ზებე (213)

ზუსტად მაგიტომ დაგიწერე მეგობარო მეტის ამბიცია არ გაქვსთქო?ვინმეზე უკუთესი კი არ უნდა იყოს ხელისუფლება არამედ ქვეყნისთვის უნდა იყოს საუკეთესო და განავითაროს წინ წასწიოს ქვეყანა.მე არ მეგულება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვისაც ჰგონია რომ ამათ ხელში რაიმე ვითარდება და ქვეყანა წინ მიიწევს ან ხალხი კარგად ცხოვრობს.კაჭი ვიღაცის მასხარა შეიძლება არ იყოს მაგრამ ბიძოს მასხარა უკვე გახდა,შენ გგონია რომ მაგ ბანდაში ვინმე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას?კარგით რა მართლა გგონიათ რომ მაგ რუსეთის მოციქულის გარეშე ვინმე რამეს გაბედავს?რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქბება კაჭი სანიკიძე კალაძე თუ კობიაშვილი ყველა ბიძოს მარიონეტია ამის მიხვედრას რაუნდა ვერ ხედავთ?ან ეხლა გგონია ქვეყანა არ იყიდება?მთლიანად რუსეთზე და რუსულ კომპანიებზე ჩამოგვკიდეს და რას აკეთებენ ეს ჩვენი ნაქები სპორტსმენები პოლიტიკაში რომ ზიან?!არაფერს,არაფერს არ აკეთებენ ზიან მარიონეტებივით და იჯიბავენ ფულს,აი ეს არის ფულის ხამები არიან და ეგეთ ხალხს პატივი კი არუნდა სცე პირიქით უნდა რომ პოლიტიკოსმა ფული კი არ აკეთოს არამედ ქვეყანას მიხედოს.რომელი გგონია აქედან ქვეყნის მიმხედი

17:26 | 10.09.2020
qomagi (1575)

კაჭი დაგვეხმარე რა ნოემბერში, ერთაოზისა არ იყოს გვეღირსა, გვეღირსა, ავშენდით ბიძია-ბაბუა და 8 ერში მივიღებთ მონაწილეობას!!!

23:50 | 09.09.2020
moshe (85)

კაჭარავასთან არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს პირადად არ ვიცნობ ამიტ იმიტომ დავიწყე რომ მინდა ყველას უღრმესი მადლობა მოგიხადოთ (კუდი არ მინდა გამოაბან რომ არავის ეგონოს ვემლიქვნელები )აქ დაწერილი კომენტარებისთვის აკი ქართველები უმადურები და გაუტანლები არიანო მადლობა რომ დააფასეთ მართლა მთელ გულს და სულს დებდა ყველა ტამაშში უმაგრესი მორაგბე ნამდვილი პროფესიონალი აიღეთ მაგალითი მომავალო სპორტსმენებო.

19:18 | 09.09.2020
akai (76)

მ ა დ ლ ო ბ ა!

17:27 | 09.09.2020
dinamo222 (8587)

კაჭი დარჩი წლის ბოლომდეეე--- გადაწყდა ! საქართველო მიიღებს მონაწილეობას 8 ერში !!

16:12 | 09.09.2020
qomagi (1575)

ძალიან მაგარი პიროვნება და მორაგბე, ასაკის მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეული წევრი საქართველოს ნაკრების!!! წარმატებები კაჭი, დიდი მადლობა იმ გულისა და ჯიგარისთვის, იმ თავდადებისთვის, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდი!!! მეტს მეც ვერაფერს დავწერ, სიტყვები არც მეყოფა კაჭის გაწეული შრომისა და თავდადების შესაფასებლად. მაგრამ, იქნებ მართლა სჯობდა, რომ წლის ბოლომდე მოეცადა და ნოემბრის თამაშებში დახმარებოდა ნაკრებს. მისი ძალა და გამოცდილება ძალიან დაგვაკლდება.
ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ კაჭის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებ!!!

16:11 | 09.09.2020
NIKA..01 (826)

მადლობა კაჭი! ძალიან მწყდება გული მინდორზე რომ ვეღარ ვიხილავთ(( თან მისი პოზიცია ძალიან პრობლრმატურია ნაკრებში და ცოტა ხანს კიდე ეთამაშა კარგი იქნებოდა,მითუმეტეს რომ ასაკის მიუხედავად ფიზიკურად შესწევს უნარი მაღალ დონეზე თამაშის.

14:18 | 09.09.2020
dinamo222 (8587)

აუუ რა დროს წასვლა იყო ეხლა მაგარო კაცო ? წინ უდიდესი და უმაგრასი ამბავი გველოდება--8 ერში მონაწილეობაზე იაპონიის მერე აფრიკამაც უარი თქვა და მაგარი შაქნსი გაგვიაჩდა რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ! 35 წლის კი ხარ მაგრამ ბევრ 25 წლისას აჯობებ კიდევ მინიმუმ 2 წელი მაინც !

13:51 | 09.09.2020
federer (17) (15576)

მაფლობის მეტი რა ეთქმის დავითს, ძალიაბ დიდი ძალა იყო ჩვენს ნაკტებში და შეიძლება ყველაზე დიდი დანაკლისი იყოს ნაკტებისთვის რადგანაც სხვა პოზიციის მოთამაშეებმა ვინც დაასრულა კარიერა შემცვლელებიც დატოვეს, მაგრამ კაჭის შეცვლა ძალიან რთული იქნება, რადგანაც წლების მანძილზე ის კრავდა უკანა ხაზს.

14:20 | 09.09.2020
dinamo222 (8587)

მეც მაგას ვამბობ ასაკის მიუხედავად მაინც საუკეთესოა თავის ადგილზე ნაკრებში !

13:54 | 09.09.2020
federer (17) (15576)

ცოტა არასწორად დავწერე და ცავასწორებ, ჩვენ რა გვეთქმის კაჭისთვის მადლობის მეტი თქო ამის თქმა მინდოდა.

11:36 | 09.09.2020
ukleba (17336)

წლებია კომენატარი არ დამიწერია. კაჭი დიდი მადლობა. კაცი რომელის უამრავს შრომობდა და ცოტას ლაპარაკობდა. მადლობა ბევრი სიხარულისთვის. წარმატებები და ვისურვებდი რო შენი მდიდარი გამიცდილებით ქართულ რაგბს და მომავალ თაობებს კიდევ უფრო წინსვლაში დაეხმარო. ანუ აკეთო ის საქმე რაც საუკეთესოდ იცი

11:27 | 09.09.2020
iceman (2988)

მადლობა ჩვენგანაც იმ გულიანი და მაღალი ხარისხის რაგბისთვის რასაც წლების მანძილზე აჩვენებდი ნაკრებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064943
სარეკლამო ადგილი - 99
X x X