ფეხბურთი

10:50 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელმასი: "ვფიქრობ, ევრო 2020-ის საგზურისთვის ფინალში საქართველოსთან ვითამაშებთ"

ჩრდილოეთ ნაკრების ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ რთულ მატჩს ელოდნენ და გამარჯვებას გეგმავდნენ, მაგრამ თანაგუნდელის გაძევების შემდეგ მათი გეგმები შეიცვალა.

ელმასმა ისიც თქვა, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ორივე გუნდმა სოლიდური თამაში ჩაატარა. შესაძლოა პირველ 10 წუთში ყურადღება მოვადუნეთ, მაგრამ პენალტიდან გოლის გაშვების შემდეგ თამაშში დავბრუნდით და პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ.

ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად არ ვართ, თუმცა იმედი მაქვს, კოსოვოსთან ასე არ იქნება. ყველანი კარგ რიტმში ვიქნებით და დავამტკიცებთ, რომ ეს ეროვნული ნაკრები ბევრად უკეთესია. ჩვენ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და დიდი გამოცდილება გაგვაჩნია, გუნდურმა სულისკვეთებამ დაგვტოვა ამ მატჩში, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში დიდი ხანი ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ მოედანზე 3 ქულისთვის გავედით, მაგრამ მუსლიუს გაძევებამ ჩვენი ტაქტიკა შეცვალა.

ვფიქრობ, რომ სკოპიეში კოსოვოს ნაკრებს დავამარცხებთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა საქართველოსთან მოგვიწევს“, - აღნიშნა ელმასმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს ბელარუსს მასპინძლობს, იმავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს დაუხვდება. ორივე მასპინძლის გამარჯვების შემთხვევაში, ეს გუნდები ფინალში 12 ნოემბერს, თბილისში ევრო 2020-ის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.

0.126294