საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1) მატჩი შეაფასა. ქართველი შემტევის განცხადებით, მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და შედეგით კმაყოფილი არაა.
"დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა, ასევე ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - ციტირებს შენგელიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთს ესტუმრება. მანამდე სამი დღით ადრე კი მთავარ შეხვედრას თბილისში ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს და გაირკვევა შევინარჩუნებთ თუ არა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს.