ფეხბურთი

2:44 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ბელარუსთან ქართველ გულშემატკივარს აუცილებლად გავახარებთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 19 წლის შემტევი ისევ ერთ-ერთი გამორჩეული იყო და თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი გოლი მისი დამსახურებაა - პენალტი მოიპოვა.

ხვიჩას განცხადებით, ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს, მაგრამ ახლა ბელარუსთან მატჩისთვის მოემზადებიან და გულშემატკივარს გაახარებენ.

"ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა, ბევრი მომენტი, იყო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთს ესტუმრება. მანამდე სამი დღით ადრე კი მთავარ შეხვედრას თბილისში ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს და გაირკვევა შევინარჩუნებთ თუ არა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს.

0.115478