კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. 35 წლის უბერებელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:0 მოაგებინა.
ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი დუბლი - კრიშტიანუმ ეროვნულ ნაკრებში მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა და ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ეს შეძლო (ევროპაში პირველი). სანაკრებო დონეზე მასზე მეტი გოლი ირანის ნაკრებში ალი დაეის აქვს გატანილი (109), თუმცა, ცხადია, კრიშტიანუ მის რეკორდს უკვე სერიოზულად ემუქრება.
სხვათა შორის, პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა და წინა ტურში ხორვატიასთან არ უთამაშია, თუმცა როგორც ჩანს, რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვებამ მასზე გავლენა ვერ მოახდინა.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიას ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის და სუარესის დუეტი რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა.
ესეთი კიდე თუ დაიბადება ვინმე ?
მოკლედ, შვედებს სისხლი გაუშრო. მსოფლიოს პლეიოფში ჰეთრიკი, ახლა ორი ამ სიბერეში კიდევ...
იბრა ვერ იტანს ზუსტად მაგის გამო
ოოო ღმერთო ჩემო...ეს რა მოსატანია... მესიმ ეკვადორს რაუქნა ეგ ნახეთ
)))))
კარიერის დასრულების შემდგომ ეს იქნება ნომერ პირველი. დაინახავთ ყველა.
ეხლაც ნომერ პირველია..
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რომ ქონდეს მოგებული ნაკრებში რონალდოს, ამაზე ძლიერი ფეხბურთელი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე.
ევროპის ჩემპიონატიაქ მოგებული და ერთალიგაც დააყოლა ზედ...
ძაან მაგარია ეს ჩემისა ირანელს იმ რეკორდს თავზე გადაამხობს, ორივე გოლი ლამაზი იყო
რაღაც წარმოუდგენელია კრიშტიანუ.უმაგრესი ორი გოლი.ასაკი თუ გააჩერებს მხოლოდ