ფეხბურთი

21:08 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველომ ლიხტენშტეინი ადვილად დაამარცხა

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლიხტენშტეინს ესტუმრა და მეტოქის დამარცხება ადვილად მოახერხა.

მატჩს ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. მე-19 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა ანგარიში გახსნა, ხოლო 15 წუთში დავით სამურკასოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მართალია, პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი გაუძევეს და მთელი მეორე ტიამი კაცნაკლული მოუწია თამაში, მაგრამ ანგარიში შეინარჩუნა და 2:0 იმარჯვა. ეს ვასილ მაისურაძის სადებიუტო გამარჯვება იყო 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 7 თამაშში 9 ქულა აქვს მოპოვებული (3 მოგება, 4 წაგება) და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე იმყოფება.

ლიხტენშტეინი (U21) - საქართველო (U21) 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (19), 0:2 სამურკასოვი (34)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121891