მილანის „ინტერმა“ „რომადან“ ვეტერანი სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი დაიმატა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილ მცველთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.
კოლაროვის სანაცვლოდ „რომამ“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსების სახით 500 ათასი ევროც დაემატება.
34 წლის სერბი ფეხბურთელი „რომაში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 132 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე კი მას „მანჩესტერ სიტიში“, „ლაციოში“, „ბეოგრადსა“ და „ჩუკარიჩკში“ უთამაშია.