ფეხბურთი

22:36 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ანგელოვსკი: "შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა. 44 წლის სპეციალისტი შედეგით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ მის გუნდს უკეთ თამაშიც შეუძლია.

„მიმაჩნია, რომ ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე ორი ქულა დავკარგეთ. ვულოცავ ჩემს ბიჭებს ამ შედეგს, რადგან აქ თამაში რთული იყო. როგორც საქართველო, ჩვენც ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის. სომხეთთან მატჩის შემდეგ, სანამ აქ ჩამოვიდოდით მხოლოდ 3-4 ვარჯიში ჩავატარეთ და ამიტომ გაგვიჭირდა.

მატჩამდეც აღვნიშნე, რომ მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ უკეთ თამაში ჩვენც შეგვიძლია და მომავალში ვეცდებით გამოვასწოროთ. საქართველოს ჯგუფში საუკეთესო ნაკრებია? არ ვიცი, ამის შესახებ ალბათ ვლადიმირ ვაისმა უნდა გიპასუხოთ.

თამაშის სცენარიდან და იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 30 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, კმაყოფილი ვარ შედეგით. მატჩამდე ჩვენი მიზანი 3 ქულა იყო, მაგრამ ვიმეორებ, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ფრე კარგი შედეგია. ვეცდებით, კოსოვოსთან უკეთესად ვითამაშოთ“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს C დივიზიონის მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ქულა აქვს და... ქართველი ფეხბურთელები, მომდევნო მატჩს 8 ოქტომბერს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გამართავენ.

0.130226