თამაშგარე

13:59 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემის ძეგლი ხელშეუხებელია!

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ძეგლი ამერიკის ქალაქ ლოს-ანჟელესში 2019 წელს საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე გაიხსნა და ამ გზით ადგილობრივი კლუბის - “ლოს ანჟელეს გალაქსის“ ხელმძღვანელობამ ქომაგთა მრავაათასიანი არმიის დიდი ხნის სურვილი აასრულა.

2020 წლის ზამთარში კლუბი გაიყიდა და ახალ მფლობელებს დიდი გეგმები აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ახალი გეგმის მიხედვთ, სტადიონის გარშემო არსებული ტერიტორიები მთლიანად სპორტული შინაარსით უნდა დატვირთულიყო და ახლადასაშენებელ ნაგებობათა შორის ბექჰემის ძეგლის ადგილი ფაქტობრივად აღარ რჩებოდა.

ლოს-ანჟელესელი ფეხბურთის ქომაგების დიდი პროტესტი მოჰყვა ახლადდადგმული ძეგლის აღების შესაძლებლობას და სპეციალური პეტიციაც კი გავრცელდა ძეგლის დატოვების მოხოვნით. ახლა კი კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბექჰემის ძეგლი ხელშეუხებელია და მას არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეეხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119345