ფეხბურთი

14:19 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: „გამიმართლა, რომ „რეალში“ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით მოვხვდი“

მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჟურნალისტებთან 2014 წელს „სამეფო კლუბში“ მისი გადასვლის ისტორია გაიხსენა.

„მინდოდა თუ არა უცხოეთში თამაში? სიმართლე გითხრათ, არა. საერთოდ, სპონტანური გადაწყვეტილებები მახასიათებს. 2014 წელს „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე ვერ მოვილაპარაკე. ამ დროს გამოჩნდა „რეალის“ წინადადება და დავთანხმდი. გამიმართლა, რომ იქ ახალგამომცხვარი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით მოვხვდი. ამის წყალობით პარტნიორები მიხვდნენ, რომ გუნდში ვიღაც უბრალო ფეხბურთელი კი არ მივიდა, არამედ ტრიუმფატორი. ექვს წელიწადში სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის მოგებამ კი ჩემს ყველა ოცნებებს გადააჭარბა.“ - ციტირებს კროოსის სიტყვებს Blick.

კროოსმა კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო. 17 წლის იყო, 2007-ში, როცა ბავარიულ კლუბში პირველად გამოჩნდა. შვიდი წლის შემდეგ კი „რეალში“ გადაბარგდა. გერმანიის ნაკრებში მას 2010 წლიდან იძახებენ. 2014-ში ის ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.118344