უეფას ერთა A ლიგის პირველი ჯგუფის მატჩის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებთან იტალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. რობერტო მანჩინიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„თამაშის ბოლოს ნიდერლანდელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რადგან ჩვენ დავიღალეთ. ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოგვეკლა. თუმცა, ჯამში კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და შესანიშნავი თამაში აჩვენეს.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Rai Sport.
შეგახსენებთ, რომ ამსტერდამში, „სკუადრა აძურამ“ პირველი ტაიმის ბოლოს ბარელას მიერ გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა.
ჯგუფის ცხრილს 4 ქულით იტალიელები ლიდერობენ, ნიდერლანდელებს ქულით ნაკლები აქვთ და მეორე საფეხურზე დგანან.