ფეხბურთი

3:06 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

არც მესი და არც რონალდინიო: ეტო'ომ საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

კატალონიის „ბარსელონასა“ და მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამეულ ეტო’ომ განაცხადა, რომ ანდრეს ინიესტა საუკეთესოა, ვისთანაც უთამაშია. ამასთან, ედენ აზარი ლიონელ მესის დონეზე დააყენა და სხვა თემების შესახებაც ისაუბრა.

კამერუნელმა „ბარსელონაში“ ლიონელ მესის დარჩენით კმაყოფილება გამოთქვა და კლუბის მთავარი პრობლემაც დაასახელა.

„მინდა, ლა ლიგის ახალი სეზონი „ბარსელონამ“ მოიგოს და იმედი მაქვს, რომ ჩემი გულის გუნდი, „მალიორკა“ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდება. მსურს, სერხიო ბუსკეტსიც უმაღლეს დონეზე დაბრუნდეს, როდესაც ის ფორმაშია, „ბარსელონა“ ტიტულებს ყოველთვის იგებს. ასევე, ვიტყოდი ედენ აზარზეც, მასთან ერთად „ჩელსიში“ ვთამაშობდი და არ მეშინია იმის თქმის, რომ ლიონელ მესის დონეზეა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი მესი სახლში დარჩა. თუმცა, მხოლოდ საკმარისი არაა, „ბარსელონას“ „ბლაუგრანას“ დნმ-ის ფეხბურთელები სჭირდება. ბაზარზე უნდა მოძებნონ ტიკი-ტაკას სტილში მოთამაშე ფეხბურთელები და არა Box to box-ის.

ანდრეს ინიესტა საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი. ჩემთვის ინიესტა არის ის, ვინც ფეხბურთის თამაშს ინტერპეტაციას ოდესმე საუკეთესოდ უკეთებს“, - აღნიშნა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, სამუელ ეტო’ო „ბარსელონაში“ 2004-2009 წლებში თამაშობდა და ამავე პერიოდში მესი-ინიესტას გარდა, მისი თნაგუნდელები რონალდინიო და ჩავიც იყვნენ...

0.117006