კალათბურთი

2:19 | 8.09.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ცსკა-ს 101 ქულიდან თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 4 მიითვალა

თორნიკე შენგელია და მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. რუსულმა გუნდმა პრესეზონის ფარგლებში მეხუთე ამხანაგური თამაში ჩაატარა და „ხიმკი“ ძალიან ადვილად, 101:71 დაამარცხა.

თუმცა, თორნიკე შენგელიას ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული თამაში ჰქონდა, 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საერთოდ, ქართველს ჯერჯერობით რუსულ გუნდთან მორგება უჭირს და ისე შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ თამაშობს, როგორც „ბასკონიაში“.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი ზუსტად 2 თვის წინ გააფორმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:35 | 12.05.2015
nona... (587)

Cota gvian xom ar dadet es siaxle?? Vamos y Hala madrid

15:18 | 12.05.2015
naiki (5503)

აუ რაფიკ ნელნელა გადაჩოჩებას იწყებ ბიზნესისკენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063463