ფეხბურთი

23:50 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდა

მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს. ლივერპულურმა გუნდმა ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.

ხამესმა „ევერტონთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ინგლისელებს 29 წლის ფეხბურთელის შეძენა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ისტორიულ გუნდში მოვხვდი. აქ არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს. მოუთმენლად ველოდები ტიტულების მოპოვებას, რადგან ყველა ფეხბურთელის მიზანი ეს არის“, - თქვა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ ხამესის კარიერა „ენვიგადოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ბანფილდში“, „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა. სწორედ „სამეფო კლუბიდან“ იცნობს კარლო ანჩელოტი ხამესს და 2014 წლის მუნდიალის შემდეგ „რეალმა“ ის იტალიელი სპეციალისტის ინიციატივით შეიძინა, მოგვიანებით კი ერთად მიუნხენის "ბაიერნშიც" იმუშავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111046