ფეხბურთი

23:13 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის ნაკრებსა და „პარი სენ ჟერმენში“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა. ამჯერად ტესტზე დადებითი პასუხი კილიან მბაპემ მიიღო.

ფრანგმა „მამლების“ შეკრება უკვე დატოვა და სახლში გაივლის თვითიზოლაცია, ცხადია, ხორვატიის წინააღმდეგ სამშაბათს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საფრანგეთის ნაკრებში მბაპე მეოთხე ფეხბურთელია პოლ პოგბას, ტანგი ნდომბელესა და სტივ მანდანდას შემდეგ, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

პსჟ-ში კი ჩამონათვალი უფრო ვრცელია. მბაპემდე COVID-19 მაურო იკარდის, ანხელ დი მარიას, მარკინიოსს, კეილორ ნავასს, ნეიმარსა და ლეანდრო პარედესს დაუდასტურდათ.

აქვე გეტყვით, რომ მბაპე ორი დღის წინ მოედანზე იყო და შვედეთის ნაკრების კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომლის წყალობით დიდიე დეშამის გუნდმა სკანდინავიელები დაამარცხა (1:0).

0.148504