თამაშგარე

19:28 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუიზა კრემლევა არ ცხრება

რუსმა მოდელმა მეტად საგულისხმო სახელ-გვარით - ლუიზა კრემლევამ სახელი იმით გაითქვა, რომ წელს იანვარში ფეხბურთელ თეო ერნანდესს გაუპატიურების მცდელობას აბრალებდა და მისგან მორალური კომპენსაციისთვის სასამართლოს ძალით გვარიანი თანხის გადახდასაც ითხოვდა.

სასამართლომ მობურთალი მას შემდეგ გაამართლა, როდესაც ვიდეოკამერებმა აჩვენეს, რომ სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ ფეხბურთელი და რუსი მოდელი წყნარად საუბრობდნენ და ასევე მშვიდად დაბრუნდნენ უკან მაშინ, როდესაც კრემლევას თქმით გაუპატიურების მცდელობა უკვე შემდგარი ფაქტი იყო.

ამ ინციდენტიდან წელიწადიც არ გასულა და ლუიზა კრემლევა მაინც არ დრკება და ამბობს, რომ მაშინ სასამართლო არასწორად მოექცა და თეოს ჭეშმარიტად სურდა მასთან ღლაბუცი. არადა, ლუიზა უკვე დიდი გოგოა და უნდა იცოდეს, რომ ნაწერებისა არ იყოს, ვიდეოკადრებიც სამარადჟამოდ დარჩება!

0.128271