ფეხბურთი

14:08 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს მომავალი თითქმის გადაწყვეტილია

ბრაზილიელი ფეხბურთელის ფილიპე კოუტინიოს ბედი თითქმის გადაწყვეტილია. კატალონიის „ბარსელონას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 28 წლის თავდამსხმელის შენარჩუნება გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიომ გასული სეზონი იჯარით „ბაიერნში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირის გათვალისწინებით 40 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელმა შემტევმა "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში პირველივე სეზონში ტრიპლი - გერმანიის თასი, გერმანიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

0.114397