ფეხბურთი

23:33 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესის "იუვენტუსში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი და ტურინული გრანდი უკვე კარგა ხანია შეთანხმებულნი არიან. ურუგვაელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ბოლო ცნობებით კი, „ბარსელონა“ და „იუვე“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან. ესპანელებმა სუარესს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ და კომპენსაცია გადაუხადონ.

გარდა ამისა, 33 წლის ურუგვაელს იტალიის მოქალაქეობის მიღება სჭირდება, რომ „ბებერ ქალბატონში“ არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლად არ ჩაითვალოს. ამიტომაც, ორშაბათს, ბარსელონაში მდებარე იტალიის საკონსულოში იტალიური ნის მესამე დონის (B1) გამოცდას ჩააბარებს. მისთვის იტალიური პასპორტის აღებას ისიც აადვილებს, რომ ლუისის მეუღლე წარმოშობით იტალიელია.

მოგეხსენებათ, რონალდ კუმანმა სუარესს აცნობა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა. 33 წლის შემტევმა „ბარსელონაში“ 283 თამაშში 198 გოლის გატანა მოახერხა.

0.110508