ფეხბურთი

22:19 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ნიდერლანდების ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა

მასიმილიანო ალეგრის ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მწვრთნელად იწვევდა, მაგრამ იტალიელმა უარი თქვა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ალეგრის რონალდ კუმანის „ბარსელონაში“ წასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ, მაგრამ მაქსმა რამდენიმე დღის შემდეგ მათი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

ალეგრი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია უმუშევარია, უპირატესობას ჯერჯერობით საკლუბო დონეზე მუშაობას ანიჭებს და წინადადებებს ელოდება.

0.117533