პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელდა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუშინ ხორვატიასთან მატჩი გამოტოვა, რისი მიზეზიც მარჯვენა ფეხის თითში არსებული ინფექცია იყო. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი ყოფილა და 35 წლის ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.
პორტუგალიამ ხორვატია რონალდუს გარეშეც ადვილად დაამარცხა (4:1), ხოლო 8 სექტემბერს, შვედეთის ნაკრებს შეხვდება.