ფეხბურთი

16:52 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩმა ცოლის ღალატი დაივიწყა და ფეხბურთს უბრუნდება

ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველმა იოსიპ ილიჩიჩმა დეპრესიას თავი დააღწია და მომდევნო კვირაში გუნდში დაბრუნდება. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.

როგორც ცნობილია, სლოვენიელს მეუღლემ უღალატა და ამის გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, გასული სეზონის ფინიში გამოტოვა და უფრო მეტიც, კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა.

თუმცა, როგორც ჩანს ილიჩიჩმა ძალები მოიკრიბა და კარიერას გააგრძელებს, სულ მალე „ატალანტასაც“ დაუბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში იოსიპმა 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116837