სალონიკის პაოკ-ის რიგებში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა, თუმცა არაოფიციალური, ამხანაგურ მატჩში. ბერძნული გუნდი ათენის „პანათინაიკოსს“ გაეჯიბრა და 1:0 აჯობა, ნიკამ კი პირველად მოირგო სალონიკელთა მაისური.
ნინუა ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, თუმცა მეორე ტიამში მოედანზე გამოჩნდა და ბერძნულმა მედიამ მისი სადებიუტო თამაში დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, ნიკა ნინუა პაოკ-ში ცოტა ხნის წინ გადავიდა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩინეთში გააგდეთ ეს უვარგისი ამის ნათამაშები არ გაიშვა...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ