ფეხბურთი

15:03 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ოთარ კიტეიშვილმა კორონავირუსი დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსისგან განიკურნა.

„შტურმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, სპარინგი „კაპფენბერგთან“ გამართა და 5:0 იმარჯვა. ოთარი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა.

მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ „შტურმმა“ გუნდში კორონავირუსით ფეხბურთელის დაინფიცირების ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ მისი ვინაობა არ გაუმხელია. მას შემდეგ გრაცელებმა ორი თამაში ჩაატარეს („კაპფენბერგამდე“) და ქართველი არცერთხელ ყოფილა განაცხადში.

ავსტრიულმა მედიამ კი გაავრცელა ცნობა, რომ ჩვენებურს კორონავირუსი ჰქონდა, პარალელურად, ის საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ განაცხადიდან ამოიღეს. აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ "შტურმის" ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108507