კალათბურთი

12:20 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" და "დენვერმა" ანგარიში გაათანაბრეს

NBA-ს პლეი-ოფში მოქმედმა ჩემპიონმა „ტორონტო რეპტორსმა“ „ბოსტონ „სელტიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. კანადელები 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ ბოლო ორი მატჩი მოიგეს და ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყება.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მეტწილად მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც „რეპტორსმა“ 8 ქულით მოიგო, ხოლო საბოლოოდ თამაშში 100:93 იმარჯვა.

„ტორონტოში“ პასკალ სიაკამი გამოირჩა 23 ქულით და 11 მოხსნით, შესანიშნავი იყო კაილ ლოურიც, რომელცმაც 22 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. „ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა 24 ქულით, 10 მოხსნითა და 3 პასით. ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია - 2:2, ხოლო მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება.

დღის მეორე შეხვედრაში „დენვერი“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირიპირდა და 110:101 მოიგო, შედეგად, ამ წყვილშიც გათანაბარდა ანგარიში - 1:1. „ნაგეტსმა“ პირველივე პერიოდში 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და იმის მიუხედავად, რომ მომდევნო სამი მეოთხედი წააგო, საბოლოო გამარჯვება მაინც მოახერხა.

„დენვერში“ ჯამალ მიურეი (27 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი) და ნიკოლა იოკიჩი (26 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი) გამოირჩნენ, ხოლო „კლიპერსში“ პოლ ჯორჯმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ამ გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 8 სექტემბერსაა ჩანიშნული.

0.11923