საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის სასტარტო მატჩი ტალინში, ესტონეთთან ჩაატარა და ნიკა კაჭარავას გოლით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ტალინში პირველად მოიგო (მეოთხე მატჩიდან).
მოედანზე საუკეთესო ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ და ეს სტატისტიკამაც დაადასტურა. Whoscored-მა 19 წლის, პრაქტიკულად დებიუტანტის (მეორე მატჩი იყო ნაკრებში) თამაში 8.7 ქულით შეაფასა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.
ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ს ვერსიით:
გიორგი ლორია - 6.8 ქულა
ოთარ კაკაბაძე - 6.8 ქულა
სოლომონ კვირკველია - 7.2 ქულა
დავით ხოჭოლავა - 7.2 ქულა
ჯაბა ჯიღაური - 6.8 ქულა
ჯაბა კანკავა - 6.7 ქულა
ნიკა კვეკვესკირი - 7 ქულა
ხვიჩა კვარაცხელია - 8.7 ქულა
გიორგი ჩაკვეტაძე - 7.6 ქულა
თორნიკე ოქრიაშვილი - 7.2 ქულა
ნიკა კაჭარავა - 7.4 ქულა
გიორგი ქვილითაია - 6.1 ქულა
გიორგი აბურჯანია - 6 ქულა
საბა ლობჟანიძე - 6.6 ქულა
გუნდური სტასტიკა
კარში დარტყმა - 2, კარისკენ დარტყმა - 8, დაბლოკილი დარტყმა - 3, კუთხური - 5, თამაშგარე - 1, ბურთის ფლობა - 61%, პასი - 577, ზუსტი პასი - 509, მოპოვებული ბურთი - 38.
ინდივიდუალური სტატისტიკა
კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა - ლობჟანიძე (3), კვარაცხელია (3)
პასების სიზუსტის % - ოქრიაშვილი (94.6%)
ყველაზე მეტი შეხება ბურთთან - კაკაბაძე (97)
ყველაზე მეტი დრიბლინგი - კვარაცხელია (10)