სხვა

4:35 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ადამ იაიტსმა ყვითელი მაისური შეინარჩუნა

ტურ დე ფრანსის მერვე ეტაპი, რომელმაც პელოტონი პერენეის მთებში აიყვანა, ფრანგი ნანს პეტერსის (AG2R ლა მონდიალი) გამრჯვებით დასრულდა, ლიდერის ყვითელი მაისური კი ბრიტანელმა ადამ იაიტსმა (მიჩელტონ სკოტი) ბრძოლით შეინარჩუნა.

პეტერსმა თითქმის ცხრა წუთით აჯობა მდევართა ჯგუფს, რომელშიც ფავორიტთაგან არავინ იყო. იაიტსი თანაგუნდელთაგან იზოლირებული დარჩა, თუმცა მაინც იმდენი შეძლო, რომ ლიდერობა შეინარჩუნა. არადა, გზადაგზა მეტოქეთა არაერთ შეტევას გაუძლო.

კარგად იასპარეზა სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ვინც წინა ეტაპზე, გვერდქარის გამო, ბევრი დრო დაკარგა. და თუ მეშვიდე ეტაპზე 81 წამი დაკარგა, მერვეზე ამის ნახევარი ამოქაჩა. შედეგად, ის კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში დაბრუნდა. როგორც კი მარტოდ დარჩენილი იატსი მოიხელთეს, ეტაპის ბოლო სამთო მონაკვეთის დასაწყისში, შეტევები ესპანელმა მიკელ ლანდამ (ბაჰრეინ მაკლარენი) და ნაირო კვინტანამ (არკეა სამსიჩი) წამოიწყეს. რბოლის ფავორიტები, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო ვისმა) და კოლუმბიელი ეგან ბერნალი (ინეოს გრენადერსი), შეტევებს უპასუხოდ არ ტოვებდნენ. მაგრამ როცა შეტევა პოგაჩარმა დაიწყო, როგლიჩს ამაზე არ უპასუხია.

ბოლოსკენ, ყვითელი მაისურის ხელში ჩასაგდებად, შეტევა ფრანგმა რომენ ბარდემ დაიწყო. მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ კლასიფიკაციაში სამი ადგილით წინ წაიწია და მეოთხეზე გადაინაცვლა. ყვითელი მაისურის დაბრუნების ყველა შანსი დაკარგა ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა, ვინც ფინიშთან 18 წუთის დაგვიანებით მივიდა.

პეტერსი ძირიტად ჯგუფს, 12 სხვა ველომრბოლთან ერთად, რბოლის დასაწყისშივე გამოეყო. მაგრამ ბოლოსწინა აღმართზე ეს მცირე ჯგუფიც გაიწელა. იატსმა რამდენიმე შეტევას გაუძლო და ბოლო მთიდან დაშვებისას, ეულად დარჩა.

ლიდერისთვის მეცხრე ეტაპი კიდევ ერთი რთული გამოცდა იქნება და თუ მასაც გაუძლო, ორშაბათს დასვენების დღეზე მოითქვამს სულს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088075