ტურნირის შაბათის მატჩებმაც მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა. A ლიგის მეორე ჯგუფში ინგლისს ძალიან გაუჭირდა ისლანდიაში. მეტოქეებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. სტერლინგმა ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების პენალტი, სამ წუთში კი სტუმართა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ბიარნასონმა ბურთი ზემოდან გადააცილა კარს. აკი გოლის ავტორმა, სტერლინგმა, შემდეგ თქვა: ძალიან გაგვიმართლაო.
ამავე ჯგუფში ბელგიამ ადვილად აჯობა დანიას. ორი გოლის გარდა მარტინესის შეგირდებს კიდევ უნდა გაეტანათ, მასპინძელი დანიელები კი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ. საერთოდ ვერაფერი შექმნეს.
მესამე ჯგუფში ფრანგებმა შვედებს მბაპეს გოლით მოუგეს. 95-ე წუთზე გრიზმანს შეეძლო მეორედ აეღო სკანდინავიელების კარი, მაგრამ თერთმეტმეტრიანიდან დარტყმუული ბურთი დიდი მანძილით ააცილა კარს.
პორტუგალიამ ხორვატებს 4:1 მოუგო. ეს ანგარიში დღის ყველაზე მყვირალა ამბავი გამოდგა, რადგან რონალდუს გარეშე პორტუგალიელების მსოფლიო ვიცე-ჩემპიონებთან ამხელა უპირატესობას არავინ ელოდა.
5 სექტემბერი
A ლიგა
2 ჯგუფი
ისლანდია - ინგლისი 0:1
0:1 სტერლინგი (90 პენ)
93-ე წუთზე ბიარნასონმა (ისლანდია) ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: უოკერი (70 ინგლისი), ინგასონი (89 ისლანდია)
დანია - ბელგია 0:2
0:1 დენაიერი (9), 0:2 მერტენსი (77)
3 ჯგუფი
პორტუგალია - ხორვატია 4:1
1:0 კანსელუ (41), 2:0 ჟოტა (58), 3:0 ფელიში (70), 3:1 პეტკოვიჩი (90+1), 4:1 ანდრე სილვა (90+5)
შვედეთი - საფრანგეთი 0:1
0:1 მბაპე (41)
90+5 წუთზე გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი
C ლიგა
1 ჯგუფი
აზერბაიჯანი - ლუქსემბურგი 1:2
1:0 შეიდაევი (44), 1:1 კრივოცუკი (49, საკ. კარში), 1:2 როდრიგესი (73 პენ)
გაძევება: ემრელი (26, აზერბაიჯანი)
კვიპროსი - ჩერნოგორია 0:2
0:1, 0:2 იოვეტიჩი (61, 74)
2 ჯგუფი
ჩრდილოეთ მაკედონია - სომხეთი 2:1
1:0 ალოსკი (5 პენ), 2:0 ნესტოროვსკი (38 პენ), 2:1 ბარსეგიანი (90+4 პენ)
ესტონეთი - საქართველო 0:1
0:1 კაჭარავა (33)
D ლიგა
2 ჯგუფი
გიბრალტარი - სან მარინო 1:0
1:0 ტორილა (42)