ფეხბურთი

23:08 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: "ქართველების ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვართ"

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა საქართველოსთან (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 43 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას არ ფლობდა და მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო.

„სავსებით არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველოს დიდ ზეწოლის ქვეშ ვყავდით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარი უფრო თანაბარი თამაში იყო. მატჩის დასაწყისში კი პრობლემები გვქონდა. ქართველები თავდაჯერებულები იყვნენ და როგორც მწვრთნელი ვისურვებდი, რომ ჩვენც ასე ვიყოთ. თუმცა, შეუძლებელია ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკურები გახდნენ ასეთ მოკლე დროში“, - თქვა ვოოლაიდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 8 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, რადგან სკოპიეში სომხეთი 2:1 დაამარცხა.

0.128221