თამაშგარე

19:35 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაქსი ლოპესი: "ვანდა ნარა უტვინო ქალია"

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა მაქსი ლოპესმა ყოფილი მეუღლე ვანდა ნარა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და შვილების კორონავირუსით დაინფიცირებაში დაადანაშაულა.

„აღშფოთებული ვარ, ის უტვინო ქალია. მის გამო ჩვენი ორი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვუთხარი, რომ არ წასულიყო იბიცაზე, ყველა, ვინც იქ მიდის, უკან დაინფიცირებული ბრუნდება, მაგრამ ის მაინც წავიდა. თუ არ ესმოდა ამ შვებულების საფრთხე, მაშინ ვის უნდა ესმოდეს?“, - განუცხადა მაქსი ლოპესმა Los Angeles de la Mañana-ს.

ვანდამ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ დაინფიცირებულნი არ არიან: „ყველანი კარგად ვართ. ჩემი შედეგი უარყოფითია (არ მაქვს კოვიდი), ისევე როგორც ბავშვებს, კარგად ვართ“.

შეგახსენებთ, რომ იბიცაზე შვებულებაში მყოფ მაურო იკარდის, რომელიც ვანდა ნარას მეუღლეა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

0.118984