პორტუგალიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუ გამოაკლდა. 35 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.
„იუვენტუსის“ შემტევი ხორვატიასთან სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა, ხოლო მისი 7-ნომრიანი მაისურით სერჟიო ოლივეირა ითამაშებს, რომელიც ახლა „პორტუს“ წევრია, გასული სეზონი კი ბერძნულ პაოკ-ში გაატარა.
რონალდუს რაც შეეხება, მარჯვენა ფეხის თითში ინფექცია აქვს და მკურნალობს, ჯერ უცნობია მოახერხებს თუ არა თამაშს 8 სექტემბერს, შვედეთთან. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია - ხორვატიის მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.